Sisecam-ის თავმჯდომარეს პროფ. დოქტორი კირმანს გადაეცა "წლის მინის პიროვნების" ჯილდო
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari AS (IST:SISE)
ISTANBUL, TURKIYE, October 2, 2023 /EINPresswire.com/ -- Sisecam-ის, რომელმაც 1997 წელს მინის შეფუთვებში თავისი პირველი ინვესტიცია განახორციელა თურქეთის გარეთ, საქართველოში, საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა წევრმა, პროფესორ აჰმეთ კირმანმა ჯილდო - "წლის მინის პიროვნება" გლობალური მინის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს პრესტიჟული ჯილდო - ცნობილი როგორც მინის ინდუსტრიის "ოსკარი" - გადაეცა პროფ. დოქტორ კირმანს ფენიქსის ჯილდოს კომიტეტის მიერ კომოში, იტალია.
Sisecam-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა წევრმა, პროფესორმა აჰმეთ კირმანმა მიიღო ჯილდო "წლის მინის პიროვნება 2023" გლობალური მინის ინდუსტრიაში მისი გრძელვადიანი, მნიშვნელოვანი და ღირებული წვლილისთვის. ეს პრესტიჟული ჯილდო - საზოგადოდ ცნობილი როგორც მინის ინდუსტრიის "ოსკარი" - გადაეცა პროფ. დოქტორ კირმანს ფენიქსის ჯილდოს კომიტეტის მიერ სპეციალურად ჩატარებულ ცერემონიაზე კომოში, იტალია. გლობალური მინის ინდუსტრიისა და ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ ამ სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც ფენიქსის ჯილდოს კომიტეტის თავმჯდომარემ ლინკოლნ ბრაუნმა ჯილდო გადასცა პროფ. დოქტორ აჰმედ კირმანს.
ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ მსოფლიოს საერთო პრობლემები საერთო სიბრძნით
დაჯილდოების ცერემონიაზე, პროფესორმა დოქტორმა აჰმეთ კირმანმა წარმოთქვა სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მინის ინდუსტრიამ აქტიური როლი ითამაშოს იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრაში, რომელთა წინაშეც ამჟამად დგას მსოფლიო: „დღეს მსოფლიო სამი კრიტიკული პრობლემის წინაშე დგას და მინის ინდუსტრიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პრობლემების გადაჭრაში. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს მსოფლიოს აქვს, არის შემოსავლების არათანაბარი განაწილება. მინის ინდუსტრიამ უნდა დანერგოს უფრო კონსტრუქციული და ინკლუზიური მიდგომა, რომელიც ამდიდრებს არა მხოლოდ მის აქციონერებს, არამედ მის თანამშრომლებსაც. ჩვენ უნდა გავცდეთ ყველაფრის განსაზღვრას ხარჯებითა და EBITDA-თი და გავაძლიეროთ ძალისხმევა მინის ეკოსისტემაში შემოსავლის განაწილების ხარვეზების გამოსასწორებლად. კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა არის ის, რომ მდგრადი სამყაროს კონცეფცია საკმარისად არ არის გათვალისწინებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ის ფართოდ არის გაჟღერებული, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში და გაეროში. უპირველეს ყოვლისა, მინის ინდუსტრიის მოთამაშეებმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ რესურსების გამოყენების მიზნით. ჩვენი საერთო პრობლემების ეფექტურად მოსაგვარებლად, ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო სიბრძნე, რომელიც თავისუფალია მოგების მიღების სურვილისგან და ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და არა კონკურენციაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და ქალებს, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, ჯერ კიდევ არ სთავაზობენ სამართლიან გარემოს, მიუხედავად ბევრი რიტორიკისა. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტი, რათა მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები მინის ინდუსტრიაში ქალებს ყველა დონეზე და წარმოების ყველა ეტაპზე."
პროფესორმა დოქტორმა კირმანმა ასევე გამოხატა თავისი მოსაზრებები წლის მინის პიროვნების ჯილდოს შესახებ: „უდიდეს იპატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ჩემი პროფესიული მოგზაურობა მოიცავდა მოსამართლის, აკადემიკოსის და ბანკირის როლებს, რაც მინის ინდუსტრიაში გადასვლით დასრულდა. ძალიან შთამბეჭდავია, როგორც მოტივაციის, ისე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იმის ცოდნა, რომ რასაც ვაკეთებთ, ამ სექტორში დაფასებულია და მიმდევრები ჰყავს. მადლობა მინდა გადავუხადო კომიტეტის წარჩინებულ წევრებს“.
ფენიქსის ჯილდოს კომიტეტის თავმჯდომარემ ლინკოლნ ბრაუნმა განაცხადა, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან ამ ჯილდოს გადაცემით პროფესორ დოქტორ აჰმეთ კირმანისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მინის ინდუსტრიის განვითარებაში 17 წლის განმავლობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ Sisecam-მა შეძლო გამხდარიყო გლობალური ძალაუფლების წყარო პროფ. დოქტორ კირმანის შთამაგონებელი ხელმძღვანელობით.
მინის ერთადერთი მწარმოებელი საქართველოში
საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც Sisecam ახორციელებს საწარმოო საქმიანობას, როგორც გლობალური მოთამაშე მინის და ქიმიურ მრეწველობაში. Sisecam-ს აქვს საწარმოო ოპერაციები ოთხ კონტინენტზე 14 ქვეყანაში 24000 თანამშრომლით და თავისი პროდუქციით მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღწევს. 1997 წელს, Şişecam-მა საქართველოში განახორციელა მისი პირველი ინსვესტიცია თურქეთს გარეთ. საწარმოო საქმიანობა წლიური წარმოების სიმძლავრით 18000 ტონა კომპანიამ დაიწყო 1998 წელს. Sisecam-მა 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო მეორე ღუმელის უახლესი ტექნოლოგიებით განახლებისა და აღჭურვისთვის. განახლებული ღუმელი ამოქმედდა მიმდინარე წლის მაისში და მას 50%-ით მეტი სიმძლავრე აქვს. ამ განახლებული ღუმელის წყალობით, Sisecam-ის მინის შეფუთვის წარმოების მოცულობა ქვეყანაში 25%-ით გაიზარდა. დღეს საქართველოში Sisecam-ის ორი ღუმელის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 75000 ტონას შეადგენს. Şişecam წარმოადგენს მინის ბოთლების ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში წყლის, გაზიანი სასმელების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ბოთლები დამზადებულია მწვანე, კაჟის და ღია ცისფერ ფერებში. 26 წლის განმავლობაში Sisecam-ის მთლიანი ინვესტიცია ქართულ ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 80 მილიონ ევროს. Sisecam-ის წარმოების და ექსპორტის მოცულობით საქართველოში 100 უმსხვილეს სამრეწველო საწარმოს შორის ერთ-ერთია, სადაც 250 ადამიანია დასაქმებული.
პროფესორი დიქტორი აჰმეთ კირმანის შესახებ
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, პროფესორ დოქტორ აჰმეთ კირმანს ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა სხვადასხვა სფეროები, როგორიცაა სამართალი, საბანკო საქმე და აკადემიური სფერო, თითოეული მათგანი ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას და გამდიდრებს მის პერსპექტივას. 2006 წელს ის შეუერთდა Sisecam-ს და მას შემდეგ მან თავი მიუძღვნა გლობალური მინის ინდუსტრიის წარმატებას. 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო Sisecam-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი წევრი. ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი იყო 2011 წლიდან 2021 წლამდე. თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით. იგი დაინიშნა თავმჯდომარედ 2021 წლის 1 ივლისს და ასევე, დირექტორთა საბჭოს სრულად უფლებამოსილი აღმასრულებელი წევრად 2022 წლის 28 მარტს გამართულ გენერალურ ასამბლეაზე.
Sisecam-მა დაისახა თავისი გლობალური ლიდერობის მიზნები და მიზანი გახდა გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ 3 მწარმოებელი თავის ძირითად სფეროებში მისი ხელმძღვანელობით. მან წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია Sisecam მომავლისთვის მოსამზადებლად. ამას მოჰყვა One Sisecam-ის შერწყმა, რაც ყველაზე დიდი შერწყმა იყო თურქეთის კაპიტალის ბაზრების ისტორიაში. 2006 წლიდან Sisecam-მა გააფართოვა თავისი პროდუქცია 150 ქვეყანაში და გაზარდა გაყიდვები 3,5-ჯერ. 2022 წლისთვის საერთაშორისო გაყიდვების წილმა 60%-ს გადააჭარბა. Sisecam-ის მინის წლიური წარმოება გაიზარდა 2.3-ჯერ, ხოლო სოდა ნაცრის წარმოება გაიზარდა 4.2-ჯერ. Sisecam-ის თანამშრომლების რაოდენობა 17 წლის განმავლობაში 15 ათასიდან 24 ათასამდე გაიზარდა.
მას მიენიჭა „იტალიის ვარსკვლავის ორდენის“ „კავალიერის“ წოდება, რომელზეც წარდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და რომელიც მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, იტალიასა და თურქეთს შორის ეკონომიკური ორმხრივი ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტიციების გაძლიერების აღიარებისთვის. თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ის დააჯილდოვა "ღირსეული შრომის მედალით" ინვესტიციების და ეკონომიკური კოოპერაციების განვითარებაში Sisecam-ის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ის ასევე დაჯილდოვდა „მადლობის მედლით“ ბულგარეთის ტარგოვიშტეს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას ასევე მიენიჭა "წლის თავმჯდომარის" წოდება Le Fonti Awards-ზე, იტალიის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური მედიაორგანიზაციის ჯილდოს პლატფორმაზე. 2019 წელს, მინის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მისი ცხოვრებისეული წვლილისთვის, ცოდნის გაზიარებისა და ეროვნული და საერთაშორისო მინის საზოგადოების პოპულარიზაციის წახალისების მიზნით, მინის საერთაშორისო კომისიის (ICG) მიერ მიენიჭა "პრეზიდენტის ჯილდო".
Sisecam-ის შესახებ
Sisecam დაარსდა 1935 წელს იმისათვის, რომ თურქეთში ჩამოეყალიბებინა მინის ინდუსტრია როგორც ეს სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელიც იყო უდიდესი ლიდერი და რომელსაც პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.დღეს Sisecam წარმოადგენს ძირითად გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიკატების წარმოების სფეროში. Sisecam არის ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში – ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვისა და მინის ბოჭკოების ჩათვლით. ამჟამად Sisecam ადგილს იკავებს მინის ჭურჭლის ორ საუკეთესო მწარმოებელს და მინის შეფუთვისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულს შორის. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდა ნაცრის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატებში.
Sisecam წამყვან როლს ასრულებს ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვის, ქიმიკატების, ავტომობილების, მინის ბოჭკოების, სამთო, ენერგეტიკისა და გადამუშავების ბიზნეს სფეროებში. Sisecam გარდა თურქეთისა საწარმოო ობიექტების საშუალებით ოპერირებას ახორციელებს გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, უკრაინაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და აშშ-ში.
Sisecam, რომელიც მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნისკენ, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ 3 მწარმოებელი თავისი საქმიანობის ძირითად სფეროებში, მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით და უწყვეტად აგრძელებს თავისი ციფრული ინფრასტრუქტურისა და კულტურის გარდაქმნას სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით. Sisecam, რომელსაც აქვს 88 წლიანი გამოცდილება, ჰყავს 24 ათასზე მეტი თანამშრომელი, აქვს საწარმოო საქმიანობა 14 ქვეყანაში ოთხ კონტინენტზე და 150-ზე მეტი ქვეყნის გაყიდვების ქსელი, აგრძელებს ზრდის გზას თავისი "გლობალური ბრწყინვალების" სტრატეგიის შესაბამისად და ინკლუზიური მიდგომით, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის მთელი ეკოსისტემის განვითარებას. Sisecam პასუხისმგებლობას იღებს პლანეტის დაცვაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე და ცხოვრების CareForNext (იზრუნე შემდეგისთვის) სტრატეგიის შესაბამისად გარდაქმნაზე, რომელიც შეესაბამება და მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. Sisecam იყენებს მის სრულ გამოცდილებასა და კომპეტენციას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ყველა ასპექტში.www.sisecam.com.tr
Aysegul Akyarli
Sisecam
email us here
Visit us on social media:
LinkedIn
Legal Disclaimer:
EIN Presswire provides this news content "as is" without warranty of any kind. We do not accept any responsibility or liability for the accuracy, content, images, videos, licenses, completeness, legality, or reliability of the information contained in this article. If you have any complaints or copyright issues related to this article, kindly contact the author above.
